რამაზ საყვარელიძე:   “არა ოპოზიციას იმდენი რესურსი ჰქონდეს, რომ დიდი ძალის მომცემი რაოდენობა გაჩნდეს

რამაზ საყვარელიძე: “არა ოპოზიციას იმდენი რესურსი ჰქონდეს, რომ დიდი ძალის მომცემი რაოდენობა გაჩნდეს"

პოლიტოლოგი რამაზ საყარელიძე ოპოზიციის მოთხოვნაზე - გადაგეს მთავრობა და შეიქმნას გარდამავალი მთავრობა, აცხადებს, რომ გათვლილია ამომრჩევლის ხმების მოსაპოვებლად და არ გამორიცხავს, რომ თუ ეს რადიკალური  მოთხოვნები გაუვიდა, ხმები მართლაც მოემატოს.

"ოპოზიციას დასაკარგი არაფერი აქვს. თუ ეს რადიკალური მოთხოვნები გაუვიდა ხმები შეემეტება, თუ რა გაუვიდა იქნებიან ისე, როგორ იყვნენ. 

“სხვათაშორის  ხელისუფლების ჩამოშორებას რომ ითხოვს აქტიურად დაუდგრომელი პოლიტიკური ძალა "ნაცმოძრაობა", მუშაობს და ქმნის ქაოსს, რასაც ბუნებრივია მოსდევს სირთულეები ხელისუფლებისთვის. 

“ხელისუფლება კი წინასაწ არ რეაგირებს, ნებიერად მიუშვებს  ხოლმე პროცესებს, მერე ეს პროცესები ისევ მაგათ შემოუბრუნდებათ ხოლმე.  

“როგორ განვითარდება მოვლენები  უახლოეს დღეებში ძნელი სათქმელია, თუმცა, არა მგონია ოპოზიციას იმდენი რესურსი ჰქონდეს, რომ დიდი ძალის მომცემი რაოდენობა გაჩნდეს"- განაცხადა "რეზონანსთან" რამაზ საყვარელიძემ.