ღუმელში შემწვარი ბოსტნეული ძალიან გემრიელია. შეგიძლიათ, გაამრავალფეროვნოთ თქვენი საყვარელი ბოსტნეულით.
ინგრედიენტები
2 ცალი სტაფილო
2 ცალი კარტოფილი
1 ცალი ტკბილი კარტოფილი
1 ცალი ბოლოკი
ბულგარული წიწაკა
ზეთი შესაწვავად
მარილი და პილპილი
შემწვარი კვერცხი ან იოგურტი
მწვანილი
მომზადება
წინასწარ გააცხელეთ ღუმელი 220 C-ზე. ბოსტნეული 2–2 სმ ზომის ლუკმებად დაჭერით და საცხობ ლანგარზე მოათავსეთ. მოასხურეთ ზეთი და შეაზავეთ მარილითა და პილპილით. წვით 30 წუთიდან 1 საათამდე. წვისას ერთი–ორჯერ ამოურიეთ.
მოაყარეთ სასუველი დაჭრილი მწვანილი და მიირთვით შემწვარ კვერცხთან ან იოგურტთან ერთად.