დემონაზაცია არის მათი ხელობა, რომ ნებისმიერი ადამიანის მიმართ, რომელიც მათთვის სასურველი არ არის, დაიწყონ ბულინგი, - ასე ეხმიანება საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი ოპოზიციის კრიტიკას ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატებად საკონკურსო კომისიის მიერ ცესკო-ს მოქმედი თანამშრომლების შერჩევაზე.
ქადაგიშვილის თქმით, ოპოზიციისთვის არავინ გამოიწვევს სანდოობას, სანამ თავიანთი წარმომადგენელი არ იქნება დანიშნული.
"მათი ხედვა არის ასეთი, რომ თუ მათი წარმომადგენელი და მათი კონტროლის ქვეშ არ არის ადამიანი, არავითარ სანდოობას არ იწვევს. დემონაზაცია არის მათი ხელობა, რომ ნებისმიერი ადამიანის მიმართ, რომელიც მათთვის სასურველი არ არის, დაიწყონ ბულინგი და დემონიზაცია. თამარ ჟვანიას რამხელა სამოქალაქო ღირსება აღმოაჩნდა, რომ ახალი კანონის მიღების შემდეგ, ყველას მისცა საშუალება, რომ ახლიდან მომხდარიყო ცესკო- ს თავმჯდომარის არჩევა, ჟვანია იყო ადამიანი, რომელმაც საარჩევნო კომისიის განვითარებისთვის ყველაზე დიდი შრომა გასწია. ერთი არგუმენტიც კი ვერ მოიყვანეს დამაჯერებელი, რომ ჟვანია რაიმეში იყო დამნაშავე, ახლა კალანდარიშვილი არ იქნებოდა, ნებისმიერი გვარის ადამიანის მიმართ დაიწყებოდა ბულინგი,"- განაცხადა ქადაგიშვილმა.
ცნობისათვის, პრეზიდენტთან შექმნილმა საკონკურსო კომისიამ ცესკო-ს თავმჯდომარის ვაკანტურ თაბამდებობაზე ცესკოს 2 მოქმედი თანამშრომელი - გიორგი კალანდარიშვილი და გიორგი სანტურიანი წარადგინა.