ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი, სოციალურ ქსელში წერს:
"ეს „პრაიდი“ და მასთან დაკავშირებული მოვლენები ქრესტომათიული მაგლითია, თუ როგორ, რა ხრიკებით ახერხებენ ლიბერასტები გაბატონებას და საკუთარი ბატონობის მუდმივად გამყარებას. სქემა მარტივია: დემოკრატიის „კლასიკური“ ფორმულა არის უმრავლესობის მმართველობა, ხოლო ლიბერასტების მიზანი - უმრავლესობის დათრგუნვა-დამორჩილება ამ ყბადაღებული „უმცირესობების უფლებებით“, რაც, როგორც წესი - მათივე შექმნილ-გამოგონილი მითია;
სინამდვილეში, როცა აქცენტირებულად საუბრობენ მაგ. ლგბტ თემის უფლებებზე, ყველას მხედველობიდან რჩება ის ცხადი გარემოება, რომ ამ თემის წევრებისთვის არავითარი რაღაც ცალკე, რაიმე განსაკუთრებული უფლებები არ არსებობს და არც ერთ, თუნდაც ყველაზე „ულტრა-ლიბერალურ“ კონსტიტუციას იგი არსად, ჯერჯერობით მაინც, არ დაუწესებია; აქ სხვა რაიმე უფლება, გარდა საყოველთაო, ანუ - უკლებლივ ყველა ადამიანის, ე.ი. მათ შორის - ლგბტ თემის წევრების, კონსტიტუციით გარანტირებული უფლებებისა, არ შეიძლება იგულისხმებოდეს და როგორც ხაზგასმით აღვნიშნე, არც ერთი კონსტიტუციით არც იგულისხმება; კონსტიტუცია ვერ დააწესებს და არც დაუწესებია რაიმე განსაკუთრებული უფლება მაგ. ქალებისთვის ან კაცებისთვის, ცოლებიანისა და უცოლებისთვის, დაბანილებისა და დაუბანელებისთვის, პროფესორებისა და სტუდენტებისთვის და სხვ. და ცხადია, არც ლგბტ თემის წევრებისთვის. ვინმე რომ ლგბტ თემის წევრია, იმიტომ კი არა აქვს რაიმე უფლება, არამედ იმიტომ, რომ დაბადებით, თუ გნებავთ - ღვთის ნებით, არის ადამიანი.
რასაკვირველია, კონსტიტუცია - თანასწორობის პრინციპს აწესებს და კატეგორიულად ამბობს, რომ რაიმე სოციალური, პოლიტიკური, ეკონომიკური, ეთნიკური, გენდერული თუ სქესობრივი და ა.შ. ჯგუფისადმი კუთვნილება, რომელიმე პირის ნებისმიერი ჯგუფისადმი კუთვნილების ასეთი „გამორჩეული სტატუსი“, უფლებებს შორის არავითარ განსხვავებულობას არ წარმოშობს, ე.ი. არავინ არ უნდა იყოს პრივილეგირებული და რაიმე განსაკუთრებული უფლება არავისთვის წესდება, ისევე, როგორც - დაუშვებელია დისკრიმინაცია, ანუ რაიმე სოციალური სტატუსის გამო ვინმეს დაჩაგვრა და მისი უფლებების შეზღუდვა. ეს ყველაფერი - ელემენტარულია და უდავო.
და რას აკეთებენ ლიბერასტები? ისინი უდავოს სადავოდა ხდიან. ცხადია, ისინი, ვინაიდან რეალურ პრაქტიკაში ვერც ერთი საზოგადოება თუ სახელმწიფო უფლებების დარღვევის ცალკეულ შემთხვევებს თავიდან სრულად ვერასდროს აიცილებს, ხელოვნურად ქმნიან დისკრიმინირებულ უმცირესობათა არაერთ მითს და არა მხოლოდ მითს, არამედ „ახალ ინტერ-სუბიექტურ რეალობას“, რაც შემდეგ, დროთა განმავლობაში - უალტერნატივო რეალობად იქცევა; რაც მთავარია - ახერხებენ იმასაც, რომ ეს ყბადაღებული „დისკრიმინირებულობა“, როგორც ასეთი - არადისკრიმინირებულების საპირისპიროდ, პოლიტიკური კაპიტალის დაგროვების პრივილეგიად აქციონ, ხოლო უფლებებისთვის ამგვარი "ბრძოლა", რაც მათი, როგორც „უმცირესობათა უმცირესობის“ (ლიბერასტები, ანუ უმცირესობათა ვითომ პოლიტიკური ავანგარდი, მათი სამოქალაქო თუ პარტიული აქტივისტების რაოდენობა, წესით, უფრო მცირე უნდა იყოს, მაგრამ სინამდვილეში, განსაკუთრებით აქ, საქართველოში უფლების დამცველი უფრო მეტია, ვიდრე უფლება დასაცავი უმცირესობა) გამორჩეული პრივილეგიაა, ხდება სწორედაც ამ გამაოგნებელი პოლიტიკური უმცირესობის მიერ უმრავლესობის დათრგუნვისა და დამორჩილების გზით მათივე პოლიტიკური ბატონობის უზრუნველყოფის სტრატეგია და მათი ყოველდღიური ტაქტიკა.
მართლაც: ავიღოთ რომელიც გნებავთ, ძირითადი უფლება და იოლად აღმოვაჩენთ, რომ, როგორც წესი, უმრავლესობაში საშუალო სტატისტიკურად უფლებათა დარღვევა იგივე სიხშირით ხდება, როგორც ეს ამ ე.წ. უმცირესობაშია; თუმცა, ზოგჯერ უარესიც: , მაგ. სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შემთხვევაში, უფრო ხშირად სწორედაც „მდუმარე უმრავლესობა“ იჩაგრება და სწორედაც იგია გაცილებით დისკრიმინირებული; როგორ გგონიათ, ვისი ხმა ისმის შეუდარებლად უფრო ხშირად და ხმამაღლა ამ ე.წ. მეინსტრიმულ მედიებში? ვინ უფრო ხშირად და უკეთ სარგებლობს ამ თავისუფლებით? ლიბერასტები, რომლებიც, როგორცა ვთქვი - უმცირესობათა "ავანგარდი უმცირესობაა", თუ რომელიც გნებავთ, წარმომადგენელი თუნდაც „უმცირესობისა“, რომელთა არითმეტიკული ჯამია უმრავლესობაც?; ან რომელია უფრო დისკრიმინირებული - ლიბერასტი თუ ე.წ. ჰომოფობი, რომლის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება არა თუ შეზღუდულია, არამედ მისი სიტყვა თუ გამოხატვა უკლებლივ ყოველთვის უზნეობად, თუ დანაშაულადაც არა, ფასდება იგივე ლიბერასტების მიერ. თანაც არ დაგავიწყდეთ - სწორედ ლიბერასტების განსაკუთრებული პრივილეგიაა შეფასება, რის უთვალსაჩინოეს მაგალითს აგერ, ჩვენი ღრმად პატივცემული ასოები (არასამთავრობოები) წარმოადგენენ.
ცხადია, ეს ე.წ. „პრაიდებიც“ სწორედ ამ სტრატეგიის პროვოკაციული გზით (საბოლოო ჯამში, მათი სტრატეგიაც ხომ სხვა არაფერია, თუ არა - ერთი უზარმაზარი, მსოფლიო ისტორიაში ჯერ არნახული და არგაგონილი პროვოკაცია) განხორციელების ეფექტიანი და ეფექტური მეთოდია:
აქ საქართველოში, რასაკვირველია, ლგბტ ადამიანი შეუდარებლად მოკრძალებულია, ვიდრე მისი უფლებადამცველი ლიბერასტი. ლიბერასტი იმდენად ურცხვია, რომ სწორედაც მისი "იდეაა"(როგორც წესი, იმპორტირებული) ე.წ. პრაიდი და არა თავად ამ ადამიანებისა; ე.წ. პრაიდის, როგორც სოციალურ-პოლიტიკური აქტის, ორგანიზატორები სწორედაც ეს პოლიტიკური კლასი (ასოები სწორედაც ამ ავანგარდულ პოლიტიკურ კლასს განეკუთვნებიან და მათი სამოქალაქო აქტივიზმი - მთლიანად "ფოკუსნიკობაა") - ლიბერასტები არიან. პრაიდის პროვოკაციული მიზანია მოხდეს უფლებათა რაც შეიძლება მასობრივი და რაც შეიძლება მძაფრი, თვალსაჩინო და აშკარა დემონსტრირება. ხოლო თუ ვინიცობაა, ეს აღარ ხდება, მაშასადამე - უმრავლესობა უკვე ისეა დათრგუნულ-დეპრივირებული, რომ ხმაც აღარ ამოერება; შედეგი კი ეს უნდა იყოს: თუ უფლებები აღმაშფოთებლად დაირღვა, მაშასადამე, უფლება დამცველ ლიბერასტთა პრივილეგიები უკეთ დასაბუთებულია და ეს პრივილეგიები მათ „სამართლიანად“ მიეკუთვნებათ, თუ ხმას არარავინ ირებს - ე.ი. ლიბერასტული პრივილეგიები უდავოოა და ხელშეუვალი; ხოლო ნებიმიერ შემთხვევაში ასეც და ისეც - მდუმარე ან ჯერ კიდევ "ნახევრად მდუმარე" უმრაველსობა უფრო უნდა დადუმდეს და როორც კი ეტყვიან - ცალ მუხლზე დაიჩოქეო (როგორც იქ, ფლოიდის შემთხვევისას) აქ, საერთოდაც ლიბერსტების წინაშე მიწაზე უნდა იხოხოს და „ჰოი, სხივოსანო მბრძანებელო, ნუ განმიკითხავ მე ბნელს, რამეთუ შეგცოდეს“-ს უნდა ლუღლუღებდეს დღემუდამ....
თითქოსდა ეს 5 ივლისს ლიბერასტებს გამოუვიდათ კიდეც, მაგრამ მხოლოდ ერთი შეხედვით. ისინი, როგორც არასდროს, არა მხოლოდ დისკრედიტირებულნი არიან, არამედ ხალხის თვალში საარაკო უწმინდურობადა და საფრთხობელებად გამოიყურებიან. ეს კარგად გამოჩნდა, ვინაიდან ლიბერასტთა კლასის „ადგილმონაცვლე“ იმ 5 ივლისს - ჟურნალისტთა ფენა აღმოჩნდა, რომელსაც დაერივნენ. რაც, რასაკვირველია - ყოვლად გაუმართლებელია, მაგრამ სრულიად გასაგები".