გორის საკრებულოს „ევროპული საქართველოს

გორის საკრებულოს „ევროპული საქართველოს" წევრმა სხვისი მანქანა დაწვა და ამტიკიცებს, რომ თავისია

პოლიციამ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი დააკავა. კახა ბურჯანაძეს ბრალდება სხვისი ნივთის განადგურებას ედავება.

დეპუტატი მანქანის დაწვის ფაქტს აღიარებს, თუმცა ამბობს, რომ ავტომობილი მისი საკუთრებაა და მხოლოდ დროებით მართვაში ჰქონდა გადაცემული მეპატრონეს.

ბურჯანაძე პოლიციაში თავად მივიდა, გამოკითხვის შემდეგ კი ის დააკავეს. კახა ბურჯანაძე „ევროპული საქართველოს" წევრია.