საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, ოპოზიციის რადიკალური ნაწილის მსჯელობა საქართველოს საპატრიარქოზე, კარგად ასახავს მათ მსოფლმხედველობასა და დამოკიდებულებას საკუთარი სამშობლოსადმი.
„50 მილიონის ქურდის შეფასებები, ოპოზიციის რადიკალური ნაწილის მსჯელობა საქართველოს საპატრიარქოზე, ჩვენი ქვეყნის სულიერ ლიდერზე კარგად ასახავს ამ პარტიებისა და პიროვნებების მენტალიტეტს, მათ მსოფლმხედველობასა და დამოკიდებულებას საკუთარი სამშობლოსადმი“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.