გურამ მაჭარაშვილი: გიგი უგულავას წარუმატებლობის ეტაპი აქვს პოლიტიკაში, როგორც ჩანს, რწმენაც შეერყა და უკვე პატრიარქის შეურაცხყოფაზე გადავიდა

გურამ მაჭარაშვილი: გიგი უგულავას წარუმატებლობის ეტაპი აქვს პოლიტიკაში, როგორც ჩანს, რწმენაც შეერყა და უკვე პატრიარქის შეურაცხყოფაზე გადავიდა

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, გურამ მაჭარაშვილი სოციალურ ქსელში გიგი უგულავას მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ შენდობა უგულავას უფრო სჭირდება, ვიდრე საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს.

მისი თქმით, გიგი უგულავას წარუმატებლობის ეტაპი აქვს როგორც მისსავე პარტიაში, ასევე ზოგადად პოლიტიკაში.

„გიგი უგულავას წარუმატებლობის ეტაპი აქვს საკუთარ პარტიაში, ზოგადად პოლიტიკაში და როგორც ჩანს, ახლა რწმენაც შეერყა და უკვე პატრიარქის შეურაცხყოფაზე გადავიდა.თავად ახსენა შენდობა და ეს მას უფრო სჭირდება ახლა ვიდრე საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.