არა მგონია, ისეთი პირობები ჰქონდეს ბატონ გიორგი გახარიას, რომ ბრალდებების ასე თავისუფლად წამოყენების უფლება ჰქონდეს, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი გახარიას 5-6 ივლისის მოვლენებზე გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.
„გარკვეული მორალური უფლებაც უნდა ჰქონდეთ ადამიანებს, რომ ასეთი ბრალდებები წამოაყენონ. საკუთარ წარსულსაც უნდა გადახედონ ამ მიმართულებით - როგორი იყო მათი განვლილი კარიერა და გამოცდილება. შესაბამისად, არა მგონია, ისეთი პირობები ჰქონდეს ბატონ გიორგი გახარიას, რომ ბრალდებების ასე თავისუფლად წამოყენების უფლება ჰქონდეს“, - განაცხადა სარჯველაძემ.
გიორგი გახარიას განცხადებით, „პრაიდთან” დაკავშირებით განვითარებული მოვლენების დროს სახელმწიფომ მოქალაქეები ვერ დაიცვა.