შს მინისტრი - პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ყველა ვიღებთ, ჩვენ ვართ მმართველი ხელისუფლება

შს მინისტრი - პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ყველა ვიღებთ, ჩვენ ვართ მმართველი ხელისუფლება

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, თბილისში, 5-6 ივლისს განვითარებულ მოვლენებზე ხელისუფლება პასუხისმგებლობას იღებს.

ამის შესახებ გომელაურმა ჟურნალისტებს დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

„პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ყველა ვიღებთ. ჩვენ ვართ მმართველი ხელისუფლება“, - განაცხადა გომელაურმა.

ამასთან, როგორც შს მინისტრმა აღნიშნა, ჟურნალისტების მიმართ განხორციელებული ძალადობა მისთვის მიუღებელია.