ის აგრესია და ძალადობა, რაც ჩვენ ვიხილეთ მედიის წარმომადგენლების მიმართ, კატეგორიულად მიუღებელია, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რითაც იგი რუსთაველზე ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.
„ის აგრესია და ძალადობა, რაც ჩვენ ვიხილეთ მედიის წარმომადგენლების მიმართ, კატეგორიულად მიუღებელია. დარწმუნებული ვარ, ყველა საღად მოაზროვნე ადამიანი გმობს ამ ძალადობას. არავისთვის მისაღები არ არის როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქოლოგიური ძალადობა. შესაბამისად, ჩვენ, ყველამ ერთად, ვინც სწორად აზროვნებს, ვისაც სურვილი აქვს, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს განვითარებული, წინწასული, დემოკრატიული და რაც მთავარია, თავისუფალი, ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ ძალიან ბევრი, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ქვეყანაში მეტი სიყვარული იყოს, ადამიანებში - ურთიერთპატივისცემა, მეტი განათლებული ადამიანი, რაც ასევე მნიშვნელოვანია“, - განაცხადა კალაძემ.