ამირან გამყრელიძე: საჩუქარი, რაც ჩვენ ევროკავშირისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საშუალებით მივიღეთ, ხელს შეუწყობს ვაქცინაციის მეტად გაფართოებას

ამირან გამყრელიძე: საჩუქარი, რაც ჩვენ ევროკავშირისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საშუალებით მივიღეთ, ხელს შეუწყობს ვაქცინაციის მეტად გაფართოებას

საჩუქარი, რაც ჩვენ ევროკავშირისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საშუალებით მივიღეთ, ხელს შეუწყობს ვაქცინაციის მეტად გაფართოებას, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ამირან გამყრელიძემ, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციისა და და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლებს განსაკუთრებით პანდემიის პერიოდში გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.

„დღევანდელი გადმოცემის აქტიც არის ერთ-ერთი მაგალითი ჩვენი პარტნიორების დახმარების. საჩუქარი, რაც ჩვენ ევროკავშირისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საშუალებით მივიღეთ, რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს ვაქცინაციის მეტად გაფართოებას და ეგრეთ წოდებული მასობრივი ვაქცინაციის მხარდაჭერას. საინფორმაციო აიტი ხელსაწყოები და აქსესუარები, ცივი ჯაჭვისთვის აუცილებელი სამაცივრე დანადგარები, გადასატანი ცივი ყუთები, ტემპერატურის მონიტორინგისთვის საჭირო თერმომეტრები და კიდევ ბევრი სხვა ინვენტარია, რომელიც ჩვენ მივიღეთ და კიდევ მივიღებთ ჩვენი პარტნიორებისგან“, - განაცხდა ამირან გამყრელიძემ.

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ევროკავშირმა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ საქართველოს დამატებითი ინვენტარი გადასცეს, რათა მასობრივი ვაქცინაცია ტექნიკურად გამართულ გარემოში მიმდინარეობდეს.