აბდულაზიზ ფაგი: ამაყი ვარ, რომ პრემიერ-მინისტრის მიერ დასახელებულ მნიშვნელოვან პროექტებში მსოფლიო ბანკის წვლილი უდიდესია

აბდულაზიზ ფაგი: ამაყი ვარ, რომ პრემიერ-მინისტრის მიერ დასახელებულ მნიშვნელოვან პროექტებში მსოფლიო ბანკის წვლილი უდიდესია

ძალიან ამაყი ვარ, რომ პრემიერ-მინისტრის მიერ დასახელებულ მნიშვნელოვან პროექტებში მსოფლიო ბანკის წვლილი უდიდესია, - ამის შესახებ მსოფლიო ბანკის პროგრამების ხელმძღვანელმა, აბდულაზიზ ფაგიმ ბაკურციხე-თელავი-ახმეტის საავტომობილო გზის ახალი 15 კმ-იანი მონაკვეთის (გურჯაანის შემოვლითი გზის) გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა.

„ჩემთვის ძალიან დიდი პატივია ის, რომ ამ ძალიან მნიშვნელოვანი საავტომობილო გზის მონაკვეთის გახსნას ვესწრები. ძალიან ამაყი ვარ, რომ ამ ძალიან მნიშვნელოვან პროექტებში, რომლებიც დაასახელა ბატონმა პრემიერ-მინისტრმა, მსოფლიო ბანკის წვლილი უდიდესია, ძალიან დიდი მადლობა“, - განაცხადა აბდულაზიზ ფაგიმ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მსოფლიო ბანკის პროგრამების ხელმძღვანელ, აბდულაზიზ ფაგისთან ერთად, ბაკურციხე-თელავი-ახმეტის საავტომობილო გზის ახალი 15 კმ-იანი მონაკვეთი (გურჯაანის შემოვლითი გზის) გახსნა.