საქართველოში, დმანისის მახლობლად მიწისძვრა ბოლო 24 საათში მესამედ მოხდა

საქართველოში, დმანისის მახლობლად მიწისძვრა ბოლო 24 საათში მესამედ მოხდა

თბილისის დროით 10:26 საათზე, დმანისიდან სამხრეთ-დასავლეთით 26 კმ-ში, სოფელ სამებასთან მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი ავრცელებს.

მიწისძვრის სიმძლავრე 3.2 (ML) მაგნიტუდა იყო.