(იბეჭდება შემოკლებით)
ზურაბ ჟვანია:
„არის რუსეთის ინტერესები საქართველოში, რომელიც, დღევანდელ ეტაპზე, საქართველოს ინტერესებს ემთხვევა.
საერთოდ, თუკი ამ საკითხს ოპოზიციის თვალსაზრისიდან მივუდგებით, რუსეთთან ყოველგვარი ურთიერთობები წამგებიანია, რაც, პირადად მე, მიმაჩნია აბსოლუტურად არაჯანსაღ და არანორმალურ მოსაზრებად.
საქართველოს რუსეთში ძალიან დიდი პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესები გააჩნია.
პირველ ყოვლისა მაინც ეკონომიკურ ინტერესებს გამოვყოფდი.
აქედან გამომდინარე, საქართველო დაინტერესებულია რუსეთთან მჭიდრო თანამშრომლობითა და ურთიერთობით.
თუ ამ თვალსაზრისით საქართველო გაატარებს და ატარებს რუსულ პოლიტიკას, მაშინ მე ამას ნამდვილად მივესალმები.“