ინგრედიენტები
სალათის ფურცლები
300 გრამი პატარა პომიდორი
8 ცალი კარგად მოხარშული კვერცხი
450 გრამი ბარდა
1 თავი პატარა ხახვი
450 გრამი ყვავილოვანი კომბოსტო
2 1/2 ჭიქა მაიონეზი
1 ჭიქა არაჟანი
2/3 ჭიქა გახეხილი პარმეზანი
1 ს/კ შაქარი
მარილი გემოვნებით
1/4 ჩ/კ პილპილი
230 გრამი შემწვარი ბეკონი
115 გრამი გახეხილი ჩედარი
მომზადება
ინგრედიენტები მინის თასში ერთმანეთის მონაცვლეობით აურიეთ: ძირში მოათავსეთ დაჭრილი სალათის ფურცლები, შემდეგი ფენაა შუაზე გაჭრილი პატარა პომიდვრები, შემდეგ მოაყარეთ ძალიან წვრილად გახეხლი ყვავილოვანი კომბოსტო, შემდეგი ფენა ბარდაა, ბარდის ზემოდან კარგად მოხარშული დაჭრილი კვერცხი ლამაზად მოალაგეთ, შემდეგ კი დაჭრილი წითელი ხახვი.
პატარა თასში ათქვიფეთ მაიონეზი, არაჟანი, გახეხილი პარმეზანი, შაქარი, მარილი, და პილპილი. ეს სალათის ბოლო მე–7 ფენაა. საკმაზი თანაბრად მოასხით სალათას და კიდეებამდე გადაანაწილეთ. მოაყარეთ გახეხილი ჩედარი და შემწვარი და დაქუცმაცებული ბეკონი. დააფარეთ და შედგით მაცივარში 6–8 საათით. კარგად ამოურიეთ და გემრიელად მიირთვით.