ჯანმო: ძალიან ნაადრევად დავუბრუნდით ჩვეულ ცხოვრებას და ამისთვის საფასურის გადახდა მოგვიწევს

ჯანმო: ძალიან ნაადრევად დავუბრუნდით ჩვეულ ცხოვრებას და ამისთვის საფასურის გადახდა მოგვიწევს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო პროგრამების აღმასრულებელმა დირექტორმა, მაიკ რაიანმა განაცხადა, რომ ქვეყნებმა უფრო ფრთხილად უნდა იმოქმედონ და შეზღუდვების შემსუბუქება შეანელონ.

მაიკ რაიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ პანდემია არ დასრულებულა და ახალი ტალღა, შესაძლოა, შემოდგომაზე დადგეს.

„საერთო ჯამში, ძალიან ნაადრევად დავუბრუნდით ჩვეულ ცხოვრებას და ვფიქრობ, რომ ამისთვის საფასურის გადახდა მოგვიწევს, რადგან ვაქცინაციის პროცესი სათანადო დონეზე არ არის, არსებობს ვირუსის ვარიანტები და ჩვენ ჯერ არ დაგვიცავს საკმარისი რაოდენობის ადამიანები", - აღნიშნა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო პროგრამების აღმასრულებელმა დირექტორმა.

23 ივნისს დაავადებათა კონტროლის ევროპულ ცენტრში განაცხადეს, რომ აგვისტოს ბოლოს ე.წ. ინდური შტამი ევროკავშირში შემთხვევების 90%-ს შეადგენს.

11 მაისს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კორონავირუსთან ბრძოლის ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, მარია ვან კერკხოვემ განაცხადა, რომ კორონავირუსის ვარიანტი, რომელიც პირველად გასულ წელს ინდოეთში გამოვლინდა, კლასიფიცირდება როგორც შემაშფოთებელი ვარიანტი.