ჯეი დი ვენსი: ევროპამ საკუთარი კონტინენტის უსაფრთხოების ლომის წილი თავად უნდა იტვირთოს

ჯეი დი ვენსი: ევროპამ საკუთარი კონტინენტის უსაფრთხოების ლომის წილი თავად უნდა იტვირთოს

ევროპულმა ქვეყნებმა საკუთარი კონტინენტის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ლომის წილი აშშ-ის ნაცვლად თავად უნდა იტვირთონ, - განაცხადა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა Fox News-ის ეთერში.

უკრაინის კრიზისზე საუბრისას ვენსმა აგრეთვე აღნიშნა, რომ აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს არაერთხელ უთქვამს, რომ ვაშინგტონი მზადაა დაეხმაროს მათ, რათა ცეცხლის შეწყდეს და ომი დასრულდეს. ამერიკა მზადაა დიალოგისთვის, თუმცა, როცა საქმე უსაფრთხოებას ეხება, ეს თავად ევროპელებმა უნდა უზრუნველყონ.

იმის მიუხედავად, რა ფორმას მიიღებს ეს, ევროპელებს ლომის წილის პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება მოუწევთ. ეს მათი კონტინენტია, ეს მათი უსაფრთხოებაა. პრეზიდენტმა ნათლად მიანიშნა, რომ მათ მოუწევთ ჩარევა“, - განაცხადა ვენსმა.