მაკკეინის ინსტიტუტის მორიგი სკანდალი - მაკკეინის ინსტიტუტმა ნიუ-იორკის კარნეგის კორპორაციისგან, ნახევარმილიონიანი გრანტი მიიღო, რომელიც პოლიტპატიმრებისა და მძევლების ინტერესებისთვის ბრძოლას უნდა მოხმარდეს.
საგრანტო პროექტში შეტანილია მზია ამაღლობელის საქმეც. მსოფლიოს მასშტაბით, ინსტიტუტი ამაღლობელის საქმეს ადამიანის უფლებების ყველაზე მძიმე შემთხვევებს შორის ასახელებს. სხვა საქმეებს შორისაა ვენესუელელი ოპოზიციონერის, ხესუს არმასის, ბელარუსი აქტივისტის, მარია კოლესნიკოვას და ღაზაში ტყვეობაში მყოფ მძევალთა საქმეები.
მაკკეინის ინსტიტუტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ასევე ვკითხულობთ, რომ ნიკა გვარამია ინსტიტუტის ჩართულობით შეიწყალეს და მისი ადვოკატირებისთვის იბრძოლეს. მცდარ ინფორმაციას შორის არის ისიც, რომ თითქოს გვარამია თავისი რეპორტაჟებისთვის დააკავეს.