სენაკში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთი მცირეწლოვანია

სენაკში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთი მცირეწლოვანია

სენაკში ავტოავარიის შედეგად სამი პირი გარდაიცვალა, რომელთა შორის ერთი არასრულწლოვანია. ავტოსაგზაო შემთხვევა სოფელ ბეთლემთან მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, სწრაფი სიჩქარით მომავალმა ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ჯებირს შეასკდა.

ავტომანქანა ადგილზევე აალდა. ავარიის შედეგად სამი მგზავრი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ორი დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ, სენაკის კლინიკა „სენამედში“ გადაიყვანა. პაციენტების მდგომარეობა არის მძიმე.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.