როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

6 ივლისს ქუთაისში უნალაქეო დღე და +32 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +19 გრადუსი იქნება. ოზურგეთში ჰაერის ტემპერატურა დღისით +31 გრადუსი იქნება, ღამით კი +18 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმში დღისით ჰაერი +28 გრადუსამდე გათბება, მოსალოდნელია წვიმა, ღამით კი +21 გრადუსი დაფიქსირდება.

ფოთში დღისით ჰაერი +29 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +21 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში დღისით +30 გრადუსი იქნება, ღამით კი +18 გრადუსია ნავარაუდევი. სოხუმში ჰაერის ტემპერატურა დღისით +30 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +20 გრადუსი იქნება.

მესტიაში დღისით +30 გრადუსი იქნება, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში დღისით ჰაერი +32 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება.

ჭიათურაში გამოიდარებს, ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +32 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმაა მოსალოდნელი ახალციხეში, სადაც დღისით +30 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი ჰაერის ტემპერატურა +14 გრადუსამდე დაიწევს.

+30 გრადუსი და ნალექიანი დღეა მოსალოდნელი ბორჯომში, ღამის განმავლობაში +15 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექიან დღეს პროგნოზირებენ ბაკურიანშიც, სადაც დღისით +27 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +10 გრადუსი იქნება.

გორში უხვი ნალექი და +34 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში +17 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალშიც იწვიმებს, დღისით ჰაერი +33 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +17 გრადუსი იქნება.

წვიმიანი დღეა მოსალოდნელი გუდაურში, დღისით +22 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +10 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით ჰაერი +22 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +38 გრადუსი იქნება, ღამით კი +21 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღის განმავლობაში +35 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +19 გრადუსია მოსალოდნელი.

გურჯაანში დღისით ჰაერი +35 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება. უნალექო დღე და +35 გრადუსია მოსალოდნელი სიღნაღში, ღამით კი +19 გრადუსი იქნება.

რუსთავში დღისით ჰაერი +37 გრადუსამდე გათბება, მოსალოდნელია წვიმა, ღამით კი +22 გრადუსი დაფიქსირდება. თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +37 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +21 გრადუსია მოსალოდნელი. დედაქალაქში წვიმა და ქარია მოსალოდნელი.