აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი ნედ პრაისი საქართველოში გუშინ განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება.
მისი თქმით, აშშ გმობს ძალადობრივ თავდასხმებს სამოქალაქო აქტივისტებზე, თემის წევრებსა და ჟურნალისტებზე.
„ჩვენ ვგმობთ საქართველოში 5 ივლისს მომხდარ ძალადობრივ თავდასხმებს სამოქალაქო აქტივისტებზე, თემის წევრებსა და ჟურნალისტებზე. საქართველოს ლიდერები და სამართალდამცველი ორგანოები ვალდებულნი არიან, დაიცვან გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების კონსტიტუციური უფლებები და პასუხისგებაში მისცენ ძალადობაში მონაწილე პირები“, - ნედ პრაისი Twitter-ზე.