ზაალ უდუმაშვილი: მთავარი პასუხისმგებელი შექმნილ ვითარებაზე ხელისუფლებაა და ძალოვანი სტრუქტურები

ზაალ უდუმაშვილი: მთავარი პასუხისმგებელი შექმნილ ვითარებაზე ხელისუფლებაა და ძალოვანი სტრუქტურები

მთავარი პასუხისმგებელი შექმნილ ვითარებაზე ხელისუფლებაა და ძალოვანი სტრუქტურები, - ამის შესახებ „ქრონიკას“ ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, პარლამენტარმა ზაალ უდუმაშვილმა დღეს „თბილისი პრაიდთან“ დაკავშირებით განვითარებული მოვლენების შეფასებისას განუცხადა.

„ეს ჯგუფები, რომლებიც დღეს ქუჩაში არიან გამოსული და ფიზიკურად უსწორდებიან არა მხოლოდ „თბილისი პრაიდის“ მონაწილეებს, არამედ ჟურნალისტებს, ოპერატორებს, ესენი არიან პირდაპირ ხელისუფლების მიერ წაქეზებული და მართული ჯგუფები“, - განაცხადა უდუმაშვილმა.

რუსთაველის გამზირზე „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები აქციას დილიდან მართავენ.

პარლამენტის შენობასთან ინციდენტი მოხდა, რა დროსაც ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტი და ოპერატორი დაშავდნენ. ე.წ. „ღირსების მარშის“ გამართვის მოწინააღმდეგეები მათ ფიზიკურად გაუსწორდნენ.

მოგვიანებით „თბილისი პრაიდმა“ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ღირსების მარში დღეს აღარ ჩატარდება.