ტელეკომპანია „იმედის“ დირექტორი, ნიკა ლალიაშვილი განცხადებას ავრცელებს.
„ტელეკომპანია „იმედი“ ყველაფერს გააშუქებს და მაყურებელს არაფერს დაუმალავს. ჩვენ ვამხელთ მოძალადე ჯგუფებს და, განსაკუთრებით მათ, ვინც ჟურნალისტზე ძალადობს. „იმედი“ ამაზე უარს ნამდვილად არ იტყვის!
ნამდვილი ამბების სანდო მაუწყებლები „ფეიკნიუსის“ შემქმნელებისგან იმით განსხვავდებიან, რომ ისინი პოლიტიკური მოტივაციებითა და ემოციებით არ ხელმძღვანელობენ. ჩვენ ვალდებული ვართ, მაყურებელს ვაჩვენოთ ყველაფერი, რაც ხდება ქვეყანაში, კარგიც და ცუდიც, მათ შორის - მოძალადეებიც.
თუ ჩვენ „არ ვიმჩნევთ“ მოძალადე ჯგუფების მოქმედებას, როგორც ფაქტს, მაშინ, მაგალითად, რას ვაკეთებთ, როდესაც რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები ძალადობენ პოლიციელზე? აღარ ვაშუქებთ მოძალადე ოპოზიციას? რა თქმა უნდა ვაშუქებთ!
საზოგადოება უნდა ფლობდეს სრულყოფილ ინფორმაციას, ჩვენი ვალდებულება კი ამ ინფორმაციის ობიექტურად მიწოდებაა. ხალხი კარგსა და ცუდს თავად გაარჩევს.
ამიტომ, თუ ვინმე ფიქრობს, რომ მოძალადის იგნორირება და პოზიციის არდაფიქსირებაა გამოსავალი, ის ძალიან დაბალი წარმოდგენისაა საზოგადოებაზე. პირიქით, ნებისმიერი მედიასაშუალების ვალია, ობიექტურად გააშუქოს და ამხილოს მოძალადე, მითუმეტეს, თუ ამ ძალადობის მსხვერპლი ჟურნალისტია.
ჩვენი ინიციატივაა, რომ მედიასაშუალებებმა უარი ვთქვათ არა ძალადობის და მოძალადე ჯგუფების მოქმედებების გაშუქებაზე, არამედ მოძალადეების სატელევიზიო ეთერებში მოწვევაზე, სატელევიზიო ინტერვიუებზე და ამ გზით, მათ პრომოუტირებაზე. „იმედი“ ამ სტანდარტით იხელმძღვანელებს“, -აღნიშნულია განცხადებაში.
აგრესიულად განწყოფილი ჯგუფები დღეს ფიზიკურად გაუსწორდნენ არაერთი მედიასაშუალების, მათ შორის, „იმედის“ თანამშრომლებს. ამასთან, „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები „პრაიდის“ ორგანიზატორების ოფისში შეიჭრნენ, დაიკავეს აივანი, ჩამოსხნეს ლგბტ თემის შვიდფერიანი დროშა და საქართველოს დროშა აღმართეს. მოგვიანებით, „სირცხვილიას“ ოფისს ბოთლები და სამშენებლო ფილები დაუშინეს.
ცოტა ხნის წინ, „თბილისი პრაიდმა“ განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, მარში დღეს არ შედგება.
„სირცხვილიასა“ და „თბილისი პრაიდის“ ოფისზე განხორციელებულ კანონსაწინააღმდეგო ფაქტებთან დაკავშირებით, შსს-მ გამოძიება დაიწყო.
რატომ არასდროს არ წამოსცდა ვიბმეს თქვენგან, რომ ლჭპტ ძალადობს მოსახლეობაზე და თავს ახვევენ თავიანთ სიბინძურეს.
არ მინდა ბატონო მე მაგათი ტრაკების ყურება, რაც არის ძალადობა ხალხზე. დაიცავით ხალხი!
თქვენც ლჭპტ-ს წევრი ხომ არ ხართ?