ბრიტანეთის საელჩო, თბილისში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
„თვალყურს ვადევნებთ თბილისში მიმდინარე მოვლენებს. ძალადობა, LGBT+ თემის მიმართ მუქარა და ჟურნალისტებზე თავდასხმა აზიანებს საქართველოს, როგორც ტოლერანტული და სტუმართმოყვარე ქვეყნის რეპუტაციას. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, შეაჩერონ ძალადობა და დაიცვან საქართველოს ყველა მოქალაქის ინდივიდუალური უფლებები და თავისუფლებები, საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად”, - აღნიშნულია განცხადებაში.