გამოხატვის თავისუფლება კონსტიტუციით გარანტირებულია და ხელისუფლება, ძალოვანი უწყებები დღეს უნდა იყვნენ მოწოდების სიმაღლეზე, რომ აღკვეთონ ნებისმიერი ძალადობა, თუკი ეს იქნება და არ დაუშვან ვითარების ესკალაცია, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, სერგო ჩიხლაძემ „თბილისი პრაიდთან“ დაკავშირებით განაცხადა.
„მე მაინც იმედი მაქვს ჩვენი თანამოქალაქეების გონიერების და ნებისმიერი პოზიციის ადამიანს რა თქმა უნდა შეუძლია გამოხატოს პოზიცია, ოღონდ მშვიდობიანად, სხვა ჯგუფის მიმართ სიძულვილის და აგრესიის გამოხატვის გარეშე“, - განაცხადა სერგო ჩილაძემ.