ირაკლი ქადაგიშვილი: აქცია, რომელიც საზოგადოებაში იწვევს დაპირისპირებას, უნდა შეჩერდეს და გადაიდოს

ირაკლი ქადაგიშვილი: აქცია, რომელიც საზოგადოებაში იწვევს დაპირისპირებას, უნდა შეჩერდეს და გადაიდოს

აქცია, რომელიც საზოგადოებაში იწვევს ასეთ დაპირისპირებას, უნდა შეჩერდეს და გადაიდოს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, საზოგადოებამაც უნდა აიღოს პასუხისმგებლობა.

„ხელისუფლებასთან ერთად საზოგადოებამაც უნდა აიღოს პასუხისმგებლობა. ვფიქრობ, ყოველგვარი აქცია, რომელიც საზოგადოებაში იწვევს ასეთ დაპირისპირებას, უნდა შეჩერდეს და გადაიდოს. ეს არის ჩემი პოზიცია და დამოკიდებულება“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.