ანდრია ჯაღმაიძე: ვემიჯნებით ნებისმიერ ძალადობას, მოვუწოდებთ ყველას, თავი შეიკავონ აგრესიული ქმედებებისა და ძალადობისგან

ანდრია ჯაღმაიძე: ვემიჯნებით ნებისმიერ ძალადობას, მოვუწოდებთ ყველას, თავი შეიკავონ აგრესიული ქმედებებისა და ძალადობისგან

ვემიჯნებით ნებისმიერ ძალადობას, მოვუწოდებთ ყველას, თავი შეიკავონ აგრესიული ქმედებებისა და ძალადობისგან, - ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა.

მისი თქმით, პასუხისმგებლობა პირველ რიგში „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებს ეკისრებათ, რადგან საზოგადოების რეაქციის მიუხედავად, არ შეცვალეს საკუთარი გეგმები.

„ძალადობა არის კატეგორიულად მიუღებელია, ვემიჯნებით ნებისმიერ ძალადობას, მოვუწოდებთ ყველას, თავი შეიკავონ აგრესიული ქმედებებისა და ძალადობისგან. პასუხისმგებლობა პირველ რიგში ეკისრებათ „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებს, რადგან საზოგადოების რეაქციის მიუხედავად, არ შეცვალეს საკუთარი გეგმები“, – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.