მთავრობა „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებს დღევანდელი მარშის სხვა ლოკაციაზე ჩატარებას სთავაზობს

მთავრობა „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებს დღევანდელი მარშის სხვა ლოკაციაზე ჩატარებას სთავაზობს

მთავრობა „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებს დღევანდელი მარშის სხვა ლოკაციაზე ჩატარებას სთავაზობს.

შესაბამისი განცხადება მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გააკეთა.

მისი თქმით, არსებობს სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხე, რის გამოც ორგანიზატორებისთვის ღონისძიების გასამართად ალტერნატიული ადგილების შეთავაზება მოხდა.

„შსს არის მუდმივ კონტაქტზე ორგანიზატორებთან. მათ განემარტათ, რომ მათ მიერ დაანონსებული აქცია შეიცავს გარკვეულ საფრთხეს და შესაბამისად, მათ მიეცათ ალტერნატიული ლოკაციების შერჩევის შესაძლებლობა. მინდა მივმართო მათ, გაითვალისწინონ ჩვენი მოწოდება, კერძოდ, პოლიციის მიერ შეფასებული რისკები და ალტერნატივად აირჩიონ სხვა ლოკაცია“, - განაცხადა პრემიერმა მთავრობის სხდომაზე.