როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

5 ივლისს ქუთაისში ნალექი და +28 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +19 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც ნალექია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა დღისით +29 გრადუსი იქნება, ღამით კი +18 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმში დღისით ჰაერი +26 გრადუსამდე გათბება, მოსალოდნელია წვიმა, ღამით კი +19 გრადუსი დაფიქსირდება.

ფოთში დღისით ჰაერი +27 გრადუსამდე გათბება, იწვიმებს, ღამით კი +20 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდშიც ნალექი და +27 გრადუსი იქნება, ღამით კი +17 გრადუსია ნავარაუდევი. სოხუმში ჰაერის ტემპერატურა დღისით +25 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +19 გრადუსი იქნება. იწვიმებს.

მესტიაშიც იწვიმებს. დღისით +22 გრადუსი იქნება, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდევა. ასევე ნალექიანი დღე იქნება ამბროლაურში, სადაც დღისით ჰაერი +26 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება.

წვიმა იქნება ჭიათურაში, ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +28 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმაა მოსალოდნელი ახალციხეშიც, სადაც დღისით +27 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი ჰაერის ტემპერატურა +10 გრადუსამდე დაიწევს.

+30 გრადუსი და ნალექიანი დღეა მოსალოდნელი ბორჯომში, ღამის განმავლობაში +11 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექიან დღეს პროგნოზირებენ ბაკურიანშიც, სადაც დღისით +21 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +7 გრადუსი იქნება.

გორში უხვი ნალექი და +30 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში +15 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალშიც იწვიმებს, დღისით ჰაერი +28 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +14 გრადუსი იქნება.

წვიმიანი დღეა მოსალოდნელი გუდაურში, დღისით +18 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +8 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით ჰაერი +22 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +35 გრადუსი იქნება, ღამით კი +20 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღის განმავლობაში +33 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +19 გრადუსია მოსალოდნელი.

გურჯაანში დღისით ჰაერი +34 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება. უნალექო დღე და +34 გრადუსია მოსალოდნელი სიღნაღში, ღამით კი +19 გრადუსი იქნება.

რუსთავში დღისით ჰაერი +32 გრადუსამდე გათბება, მოსალოდნელია წვიმა, ღამით კი +19 გრადუსი დაფიქსირდება. თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +31 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +18 გრადუსია მოსალოდნელი. დედაქალაქში ძლიერი ქარი იქროლებს.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საქართველოში 5 ივლისის დილამდეა მოსალოდნელი წვიმა, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერებაც. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს.