აშშ-ის საელჩო: ჩვენ მხარს ვუჭერთ ყველა ქართველის თავისუფლებას, მათ შორის ლგბტქი+ საზოგადოებას, გამოიყენონ თავიანთი გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება არაძალადობრივი გზით

აშშ-ის საელჩო: ჩვენ მხარს ვუჭერთ ყველა ქართველის თავისუფლებას, მათ შორის ლგბტქი+ საზოგადოებას, გამოიყენონ თავიანთი გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება არაძალადობრივი გზით

ჩვენ მხარს ვუჭერთ ყველა ქართველის თავისუფლებას, მათ შორის ლგბტქი+ საზოგადოებას, გამოიყენონ თავიანთი გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება არაძალადობრივი გზით, - ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებაშია ნათქვამი.

მათივე განცხადებით, საქართველოს კონსტიტუციითა და კანონებით ყველა მოქალაქეს გარანტირებული აქვს თანასწორობისა და ღირსების უფლება, და სექსუალური ორიენტაციისა თუ გენდერული იდენტობის მიუხედავად საკუთარი პიროვნების თავისუფლად განვითარების უფლება.

„შეერთებული შტატები განაგრძობს საქართველოს მთავრობისა და სამოქალაქო საზოგადოების წევრების მხარდაჭერას, შეასრულონ საკუთარი ვალდებულება ყველა მოქალაქის ადამიანის უფლებების დასაცავად. საქართველოს კონსტიტუციითა და კანონებით ყველა მოქალაქეს გარანტირებული აქვს თანასწორობისა და ღირსების უფლება, და სექსუალური ორიენტაციისა თუ გენდერული იდენტობის მიუხედავად საკუთარი პიროვნების თავისუფლად განვითარების უფლება.

ელჩი დეგნანი რამდენიმე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციის ლიდერს შეხვდა, რათა საქართველოში ადამიანის უფლებების განვითარებაში მათი საქმიანობისადმი აშშ-ის მხარდაჭერა გამოეხატა. ჩვენ მხარს ვუჭერთ ყველა ქართველის თავისუფლებას, მათ შორის ლგბტქი+ საზოგადოებას, გამოიყენონ თავიანთი გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება არაძალადობრივი გზით“ - ნათქვამია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.

Katana . ვერ არის ლოგიკური ეს თქვენი "ყველას მხარდამჭერი" განცხადება...

ვინ გვკითხავს, მაგრამ მოგეწონებოდათ, საქართველოს საელჩოს ვაშინგტონში რომ გაეკეთებინა განცხადება: მხარს ვუჭერთ როგორც თეთრ სახლში შეჭრას, ისე იქ შეჭრილი ამერიკელი მოქალაქეების ადგილზე ლიკვიდაციასო?..
ანდა: მხარს ვუჭერთ, როგორც კოლუმბისა და ვაშინგტონის ძეგლების ჩამოგდებას, ისე იმ ბრბოს სასტიკად დასჯას, ვინც ეს ბარბაროსობა ჩაიდინაო!

განცხადებაში ნახმარი სიტყვა "მშვიდობიანი" არაფერს ნიშნავს, რადგან ეს არის თავხედური დაპირისპირება საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის მრავალსაუკუნოვან ტრადიციებსა და სულიერ ღირებულებებთან, მიუხედავად ამ მოსახლეობის ეთნიკური თუ რელიგიური კუთვნილებისა! ასეთი დაპირისპირება კი თითქმის ყოველთვის მთავრდება ფიზიკურ-ძალადობრივი დაპირისპირებით, ვინაიდან ლგბტ უხვად ფინანსდება დასავლეთიდან და მათ უღირთ ის, რასაც ამ ერთ დღეს მიიღებენ, იმ ფასად, რასაც თქვენგამ მოელიან!
3 წლის უკან