თავდაცვის მინისტრის კომენტარი მალის მისიაზე (ვიდეო)

თავდაცვის მინისტრის კომენტარი მალის მისიაზე (ვიდეო)

საქართველოს მალის მისიაში ჩართვასთან დაკავშირებით განცხადება თავდაცვის მინისტრმა პირველად „ბრიუსელის ფორუმზე“ გააკეთა. როგორც ირაკლი ალასანიამ აღნიშნა, საქართველოს მთავრობა თანახმაა ევროპელი პარტნიორების შემოთავაზება მიიღოს. ზუსტდება დეტალები, თუ რა სახით ჩაერთვება საქართველო მალის მისიაში. 

„მივიღეთ შემოთავაზება ევროკავშირისგან, რომ განვიხილოთ ჩვენი თანამონაწილეობის შესაძლებლობა ევროპის უსაფრთხოებისა და თავდაცვის სტრუქტურებში. ამის შესახებ მთავრობაში ვიმსჯელეთ და მივიღეთ პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ საქართველოს საციცოხლო ინტერესებშია უფრო მეტად დაუახლოვდეს ევროპას, ევროკავშირს და ასევე, თავდაცვისა და უსაფრთხოების

სტრუქტურებს. პოლიტიკური გადაწყვეტილების შემდეგ, დავიწყეთ მოლაპარაკების პროცესი ევროკავშირთან და მის საგარეო უსაფრთხოების სტრუქტურებთან, თუ რა ფორმით მიიღებს საქართველო მონაწილეობას. საზოგადოებას სრულყოფილ ინფორმაციას დეტალების დადგენის შემდეგ მივაწვდით.“

ევროკავშირის მისიაში საქართველოს ჩართვის შესახებ სურვილი ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა ბარონესა ქეთრინ ეშტონმა, გასული წლის ბოლოს საქართველოში ვიზიტისას გამოთქვა.

ამჟამად, მალის საერთაშორისო მისიაში მონაწილეობას ევროკავშირის 16 ქვეყანა და ნორვეგია იღებს. ამ ეტაპზე, მალის დედაქალაქ ბამაკოში უკვე ჩასულია 500 კაციანი ჯგუფი, რომელიც სამხედრო ინსტრუქტორებისგან, მედიკოსთა ჯგუფებისგან, სამაშველო სამსახურებისგან, ასევე, 70 კაციანი სამხედრო პერსონალისგან შედგება.