შემწვარი კურდღელი

შემწვარი კურდღელი

ინგრედიენტები

1   ცალი კურდღელი

1   ს/კ დაჭრილი როზმარინი

2   ჩ/კ დაჭრილი ორეგანო

6   კბილი ნიორი

2   ჩ/კ მარილი

1/2  ჩ/კ შავი პილპილი

1/2  ჭიქა თეთრი ღვინო

1   ს/კ ზეითუნის ზეთი

5   ნაჭერი ლიმონი

1/4  ჭიქა კალამატას ზეთისხილი

4   ს/კ უმარილო კარაქი

120   გრამი ყველი ფეტა

მომზადებ

8 ნაწილად დაჭრილი კურდღელი დიდ თასში მოათავსეთ და მოაყარეთ როზმარინი, ორეგანო, ნიორი, მარილი და პილპილი. გადააფარეთ შესაფუთი ცელოფანი და ოთახის ტემპერატურაზე 1 საათით დატოვეთ.

წინასწარ გააცხელეთ ღუმელი 200 C-ზე. ღვინო პატარა ქვაბში საშუალო ტემპერატურაზე ადუღეთ, სანამ არ განახევრდება.

დიდ ტაფაზე საშუალოზე მაღალ ტემპერატურაზე გააცხელეთ ზეთი. ზედ კურდღლის ნაჭრები და ნიორი მოათავსეთ და წვით, სანამ ხორცი ოქროსფერს არ მიიღებს, 3-4 წუთით თითოეულ მხარეს. (თუ ნიორი კურდღლის შეწვამდე ძალიან გამუქდება, მოათავსეთ ხორცის ზემოდან. ასე თავიდან აიცილებთ ნივრის დაწვას.)

თხლად დაჭრილი ლიმონი, ზეთისხილი (შესაძლებელია ჩვეულებრივიც) და კარაქის ნახევარი ტაფას დაუმატეთ. შეურიეთ ღვინო. დააფარეთ და შედგით ღუმელში 5 წუთით. ახადეთ თავსახური და მოაყარეთ დაფშვნილი ფეტა. ისევ შედგით ღუმელში და წვით ხორცის მომზადებამდე, დაახლოებით 10 წუთით. შეურიეთ დარჩენილი კარაქი და მარილი გემოვნებით. გემრიელად მიირთვით!