გრილზე შემწვარი კრევეტები

გრილზე შემწვარი კრევეტები

ინგრედიენტები

4   კბილი დაკეპილი ნიორი

1   ჭიქა ზეითუნის ზეთი

1/2  ჭიქა წვრილად დაჭრილი რეჰანი

2   ს/კ ძმარი

1   ს/კ ვორჩესტერის სოუსი

1/2  ჩ/კ ცხარე საწებელი

900   გრამი უმი კრევეტები

მომზადება

თასში, კრევეტების გარდა, ყველა ინგრედიენტი კარგად აურიეთ.

დაუმატეთ გაფრცქვნილი კრევეტები და ამოურიეთ.

დააფარეთ და კრევეტები მარინადში 2–3 საათით გააჩერეთ – შედგით მაცივარში და დროდადრო მოურიეთ.

შემდეგ მარინადიდან ამოიღეთ და მარინადი გადაინახეთ.

კრევეტები ხის შამფურებზე წამოაგეთ. წვით გრილზე 3–4 წუთით თითოეულ მხარეს, თან ხშირ–ხშირად მოასხურეთ მარინადი.