გერმანიამ აღარ იცის, ამდენი ლტოლვილი ქართველი სად წაიყვანოს.
ამ ბოლო დროს გერმანიის გულისაკენ მიმავალი გზა ქართველებსაც გაეხსნათ.
თანაც, სასწავლებლად თუ სამუშაოდ მიმავალი ახალგაზრდები ხშირად საქართველოს მოქალაქეობაზე უარს აცხადებენ და თავშესაფარს გერმანიას სთხოვენ.
ოფიციალური ცნობით, მარტო 1997 წელს გერმანიას თავშესაფარი სამი ათასმა საქართველოს მოქალაქემ სთხოვა.
თუმცა, როგორც „ალიას“ საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტში განუცხადეს, ეს ციფრი არასრულია და გერმანიის მოქალაქეობის მსურველთა რიცხვი გაცილებით მეტია.