მაცივარში შესანახი კიტრის მწნილი

მაცივარში შესანახი კიტრის მწნილი

გამოიყენეთ ლიტრიანი ქილები. ვაზის ფოთლები კიტრს შეფერილობას მისცემს. შაქარი კი ხრაშუნას გახდის.

ინგრედიენტები

2   ლიტრი წყალი

3   ს/კ თეთრი ძმარი

1   ჭიქა მარილი

2   კგ. პატარა კიტრი

6   კბილი ნიორი

ახალი კამა

პილპილის მარცვლები

ვაზის ფოთლები

3   ჩ/კ შაქარი

მომზადებ

კიტრი ქილებში ჩადებამდე გარეცხეთ.

გარეცხეთ და გაამზადეთ ერთ ლიტრიანი ქილები და თავსახურები.

წყალი და მარილი ქვაბში აურიეთ. გაამზადეთ მარილწყალი.

ჩადეთ 2 კბილი ნიორი, კამა, 4 ცალი პილპილის მარცვალი და 1 ცალი ვაზის ფოთოლი (სურვილისამებრ) თითოეულ ქილაში. დაუმატეთ ერთი სუფრის კოვზი ძმარი და ერთი ჩაის კოვზი შაქარი.

ჩაალაგეთ კიტრები ქილებში.

მარილწყალის ნაზავი ზემოდან მოასხით კიტრს თითოეულ ქილაში.

თავსახურები მჭიდროდ დააფარეთ და შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე. 4-5 დღეში მწნილი მზად იქნება. დამწნილების შემდეგ ქილები შეინახეთ მაცივარში.

ერთ ლიტრიან ქილაზე უფრო მეტად პრაქტიკული იქნება მწნილის სამ ლიტრიან ქილაში შენახვა. ძალიან გემრიელი გამოდის შუშა კიტრით. შეგიძლიათ კიტრს ჩაუმატოთ მწარე წიწაკა, გემოვნებისამებრ. ამ ინგრედიენტებით გამოგივათ დაახლოებით სამი ერთლიტრიანი ქილა მწნილი.