ინგრედიენტები
1 ჭიქა თეთრი მშრალი ღვინო
1/3 ჭიქა თეთრი შაქარი
2 ჭიქა დაჭრილი მარწყვი
1 ჭიქა ფორთოხლის წვენი
მომზადება
პატარა ქვაბში აურიეთ ღვინო და შაქარი და აადუღეთ. ადუღეთ 5 წუთით, შემდეგ გადმოდგით გაზქურიდან და გააგრილეთ.
მარწყვი და ღვინის ნაზავი ბლენდერში გადაიტანეთ. თქვიფეთ ძალიან გლუვი მასის მიღებამდე და შემდეგ შეურიეთ ფორთოხლის წვენი. მირთმევამდე 3 საათით გააგრილეთ.