დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე მდებარეობს. ჟამთა სიავის თუ ჩვენი უნიათობის წყალობით მონასტრის ნაწილი აზერბაიჯანული მხარის მიერ კონტროლდება.
საქართველოსა და ზერბაიჯანს სორის სახელმწიფო საზღვარი ჯერ საბოლოოდ დადგენილი არ არის.
ქართული მხარე აპირებდა, რომ ადვით გარეჯის სადავო ტერიტორიის ნაცვლად აზერბაიჯანისთვის სხვა ტერიტორია შეეთავაზებინათ.
როგორც გაირკვა ქართულმა მხარემ ეს შეთავაზება აზერბაიჯანულ მხარეს ოფიციალურად შესთავაზა. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ქართული მხარის შეთავაზება არ მიიღო.
როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრი იუწყება, ქართული მხარე აზერბაიჯანს ტერიტორიის გაცვლას სთავაზობდა, საზღვარი რომ უდაბნოს მთიდან უფრო სამხრეთით გადაწეულიყო.
ამ საკითხზე ორ ქვეყანას შორის მოლაპარაკება რომ მიმდინარეობდა, ამას საქართველოს სასაზღვრო პოლიციის საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს ყოფილი უფროსი კახა ხანდოლიშვილიც ადასტურებს, რომელიც ამჟამად ორგანიზაცია „სასაზღვრო უსაფრთხოებისა და მიგრაციის კვლევის ცენტრს“ წარმოადგენს.
აზერბაიჯანელებს მიაჩნიათ, რომ სომხეთთან დამოკიდებულებაში დავით - გარეჯი სამხედრო მნიშვნელობის სიმაღლეა.
ამასთან, აზერბაიჯანელი ისტორიკოსების მტკიცებით, თითქმის ყველა უძველესი ქრისტიანული ეკლესია - მონასტერი, რომელიც აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიაზე მდებარეობს, მათ შორის - მთიან ყარაბაღშიც, ძირითადად ალბანური წარმოშობისაა და რადგან ალბანური კულტურის მემკვიდრე სწორედ აზერბაიჯანია, დავით გარეჯიც სწორედ მას ეკუთვნის.
ამ საკითხზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ჯერ-ჯერობით კომენტარს არ აკეთებენ.