საქონლის ხორცისა და წიწიბურას წვნიანი

საქონლის ხორცისა და წიწიბურას წვნიანი

ინგრედიენტები

400   გრამი საქონლის ხორცი

2   ცალი ხმელი დაფნის ფოთოლი

6   ცალი შავი წიწაკის მარცვალი

1   ს/კ კარაქი ან ზეთი

1   თავი წვრილად დაჭრილი ხახვი

2   ღერი წვრილად დაჭრილი ნიახური

3   კბილი გატარებული ნიორი

2   ღერი ქონდარი

3   ცალი კარტოფილი

10   ჭიქა ქათმის ბულიონი

1/2  ჭიქა თეთრი ღვინო

1   ჭიქა წიწიბურა

2   ს/კ ოხრახუში მოსართავად

მომზადებ

მოათავსეთ უძვლო, პატარა კუბიკებად დაჭრილი საქონლის ხორცი ქვაბში და დასხით წყალი, საკმარისი იმისთვის, რომ ხორცი დაიფაროს, დაამატეთ დაფნის ფოთლები, მარილი და წიწაკის მარცვლები. მოთუშეთ ხორცი თავდახურული 1 საათის ან საათ ნახევრის განმავლობაში, სანამ არ დარბილდება.

გაადნეთ დიდ ქვაბში კარაქი ან გააცხელეთ ზეთი, ჩაყარეთ ხახვი, სტაფილო, ნიახური, ქონდარი და ნიორი, დაამატეთ მარილი, წიწაკა და მოშუშეთ საშუალო ცეცხლზე დაახლოებით 7 წუთის განმავლობაში, სანამ ბოსტნეული არ დარბილდება.

შემდეგ დაამატეთ გათლილი და წვრილად დაჭრილი კარტოფილი, ქათმის ბულიონი და წიწიბურა (სურვილისამებრ დაამატეთ თეთრი ღვინოც*), მიიყვანეთ ადუღებამდე, დაუმატეთ მარილი და წიწაკა. განაგრძეთ წვნიანის მომზადება კიდევ 20-25 წუთის განმავლობაში, სანამ კარტოფილი და წიწიბურა ბოლომდე არ მოიხარშება. ამოიღეთ დაფნის ფოთლები.

როდესაც საქონლის ხორცი კარგად დარბილდება, გადაწურეთ წვენი წმინდა საწურით ან მარლის ნაჭერით, ამოიღეთ დაფნის ფოთლები და წიწაკის მარცვლები, ჩადეთ საქონლის ხორცი მომზადებულ წვნიანში, მოსართავად თავზე მოაყარეთ ახალი წვრილად დაჭრილი ოხრახუში და თქვენი წვნიანიც მზადაა. გემრიელად მიირთვით!