ისრაელის პარლამენტმა ქვეყნის ახალი მთავრობა დაამტკიცა

ისრაელის პარლამენტმა ქვეყნის ახალი მთავრობა დაამტკიცა

ისრაელის პარლამენტმა ქვეყნის ახალი კოალიციური მთავრობა დაამტკიცა. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ქვეყნის ახალი პრემიერ-მინისტრი მემარჯვენე ნაფტალი ბენეტი გახდა. მან პოსტზე ბენიამინ ნეთანიაჰუ შეცვალა, რომელიც ამ თანამდებობას 12 წლის განმავლობაში იკავებდა.

ბენეტი პრემიერის პოსტზე 2023 წლის სექტემბრამდე დაიკავეს, შემდეგ კი ძალაუფლებას 2 წლით ცენტრისტების ლიდერს, იეშ ატიდს გადასცემს. ნეთანიაჰუ პარტია „ლიკუდის“ თავმჯდომარედ დარჩება და ისრაელის ოპოზიციის ლიდერი გახდება.