ტორტი „საოცრება“

ტორტი „საოცრება“

ინგრედიენტები

6   ცალი კვერცხი

250   გრამი შაქარი

ათქვეფილი ნაღები

შაქრის ფხვნილი

100   გრამი წითელი მოცხარი

100   გრამი შავი მოცხარი

150   გრამი მარწყვი

150   გრამი მოცვი

პიტნა

მომზადება

განაცალკევეთ ცილა და კვერცხის გული. ათქვიფეთ ცილა შაქართან ერთად, მასა კი გადმოიტანეთ საკონდიტრო ტომარაში და განათავსეთ საცხობ ლანგარზე სამი წრის სახით. შედგით ღუმელში 2 საათის განმავლობაში და გამოცხობის შემდეგ გააცივეთ.

კენკროვანი ხილი გაყავით ორ არათანაბარ ნაწილად (მცირე ნაწილი შემოინახეთ ბოლო ეტაპისთვის, გასაფორმებლად). ათქვიფეთ გაციებული ნაღები შაქრის პუდრასთან ერთად და 2 გამომცხვარი ცილის წრეზე გადმოიტანეთ კრემის 1/3. ორივე კრემიან ნაწილს მოაყარეთ კენკრა და ერთმანეთზე დადეთ. ზემოდან კი, გამომცხვარი ცილის მესამე წრე მოათავსეთ. გააცივეთ.

გააფორმეთ ტორტი დარჩენილი კენკრით, ნაღებითა და პიტნის ფოთლებით.