ჟურნალისტებმა შევარდნაძე წლის პოლიტიკოსად დაასახელეს

ჟურნალისტებმა შევარდნაძე წლის პოლიტიკოსად დაასახელეს

სააგენტო „პრაიმ-ნიუსის“ მიერ ჩატარებული გამოკითხვით, 69 წლის საქართველოს პრეზიდენტს, ედუარდ შევარდნაძეს, საქართველოში აკრედიტებულმა უცხოეთის მასობრივი საინფორმაციო საშუალებების წარმომადგენლებმა „წლის პოლიტიკოსი“ უწოდეს.

აღნიშნულ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო თხუთმეტმა ჟურნალისტმა, რომლებიც უცხოეთის წამყვან, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს წარმოადგენენ.

საქართველოს პრეზიდენტს პირველობა მიანიჭეს ვლადიმირ ლეონოვმა (რუსეთის საზოგადოებრივი ტელევიზია), ვახტანგ ლომთაძემ (სააგენტო „ინტერფაქსი“), ნუგზარ კერესელიძემ (ენ-ტე-ვე), მიხეილ ვიგნანსკიმ (გაზეთი „სეგოდნია“ და ესპანეთის საინფორმაციო სააგენტო - ეფე), პაატა ყურაშვილმა (სააგენტო „არგუმენტი ი ფაქტი“), იური სიმონიანი (გაზეთი „სანკტ-პეტერბურგსკიე ვედომოსტი“), მიხეილ ჯინჯიხაშვილმა (სააგენტო ასოშიეტედ პრესი), თინა ცხოვრებაშვილმა (უკრაინული გაზეთი „დენ“), სურენ ბაბაიანმა (სააგენტო რეიტერი), ნიაზ ჰუსეინოვმა (თურქეთის ანატოლიის ახალი ამბების სააგენტო), გიორგი მახარაძემ (ტელეკომპანია WTN).

ქეთი ბოჭორიშვილმა (ცენტრალური აზიისა და კავკასიის სამსახური BBC) და ალბერტ ერემიანმა (სომხეთის გაზეთი „ნოვოე ვრემია“) „პოლიტიკოსი - 1997“ უწოდეს ოპოზიციური ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ლიდერს, ირინა სარიშვილი-ჭანტურიას.

თენგიზ პაჭკორიამ (სააგენტო იტარ-ტასი) და ეთერ კაკაბაძემ („ლიტერატურნაია გაზეტა“) 1997 წლის საუკეთესო პოლიტიკოსის დასახელებისგან თავი შეიკავეს.