პერუში პარტია „სახალხო ძალის“ თავმჯდომარე და ყოფილი პრეზიდენტის, ალბერტო ფუხიმორის შვილი, კეიკო ფუხიმორი საპრეზიდენტო არჩევნებში იმარჯვებს.
პერუს საარჩევნო პროცესების ეროვნული ოფისის მონაცემებით, ამომრჩეველთა ხმების 77%-ის დათვლის შემდეგ, კეიკო ფუხიმორის ამომრჩეველთა ხმების 51.9% აქვს, ხოლო მის მოწინააღმდეგეს, პარტია „თავისუფალი პერუს“ ლიდერს, პედრო კასტილიოს - 48.057%.