ჯო ბაიდენი იენს სტოლტენბერგს 7 ივნისს შეხვდება

ჯო ბაიდენი იენს სტოლტენბერგს 7 ივნისს შეხვდება

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ნატოს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს 7 ივნისს შეხვდება. ამის შესახებ თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჯენ ფსაკიმ განაცხადა.

„ორშაბათს პრეზიდენტი თეთრ სახლში ნატოს გენერალურ მდივანს შეხვდება“, - აღნიშნა ჯენ ფსაკიმ.

თეთრი სახლის ოფიციალური წარმომადგენლის თქმით, ჯო ბაიდენი და იენს სტოლტენბერგი ნატოს მოახლოვებული სამიტის დეტალებს განიხილავენ, რომელიც ბრიუსელში 14 ივნისს გაიმართება.

გარდა ამისა, მხარეები ასევე ისაუბრებენ ტრანსატლანტიკური თანამშრომლობის განტკიცებაზე.