აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 2022 წელს წარმომადგენელთა პალატის სავარძლისთვის ბრძოლის იდეას „საინტერესო“ უწოდა. ამის შესახებ გამოცემა Newsweek-ი წერს.
ერთ-ერთ რადიოგადაცემაში სტუმრობისას, გადაცემის წამყვანმა ჰკითხა ტრამპს, ხომ არ აპირებს ის ბრძოლას კონგრესის ქვედა პალატის სავარძლისთვის.
„თქვენ შეგიძლიათ, გახდეთ წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, წამოიწყოთ ჯო ბაიდენის პროცედურის იმპიჩმენტი და სისხლის სამართლის გამოძიება აღძრათ მის მიმართ“, - განაცხადა წამყვანმა, ტრამპმა კი უპასუხა, რომ ეს „ძალიან საინტერესო იდეაა“.
„მხარდამჭერების ნაწილს სურს, რომ მე სენატში მიხილონ, თუმცა თქვენი იდეა შესაძლოა უკეთესიც აღმოჩნდეს“, - აღნიშნა თეთრი სახლის ყოფილმა ლიდერმა.