აზერბაიჯანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს და აზერბაიჯანის ტელევიზიის თანამშრომლები, რომლებიც ფილმებს იღებდნენ, ნაღმზე აფეთქდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
ტრაგიკული შემთხვევა ქალბაჯარის რაიონის ერთ-ერთ სოფელში მოხდა.
ნაღმს AzTV-ის ოპერატორი სირაჯ აბიშოვი და საინფორმაციო სააგენტო Azertag-ის თანამშრომელი მაჰერამ იბრაჰიმოვი ემსხვერპლნენ.