დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ მეორე აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს უინძორის სასახლეში 13 ივნისს უმასპინძლებს.
„2021 წლის 13 ივნისს, კვირას, დედოფალი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტსა და პირველ ლედის ჯილ ბაიდენს უინძორის სასახლეში შეხვდება“, - ნათქვამია სამეფო ოჯახის განცხადებაში.
ჯო ბაიდენი აშშ-ის მე-13 პრეზიდენტია, რომელსაც ელისაბედ მეორე შეხვდება.