თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჯენ ფსაკიმ განაცხადა, რომ პუტინმა და რუსეთის მთავრობამ კიბდერთავდასხმების შეჩერებასა და პრევენციაში შესაბამისი როლი უნდა ითამაშონ.
„ველით, რომ კიბერთავდასხმების თემა ერთ-ერთი საკითხი იქნება, რომელსაც პრეზიდენტი პუტინთან ერთად სამიტზე განიხილავს. პრეზიდენტი ბაიდენი, რა თქმა უნდა, მიიჩნევს, რომ პრეზიდენტ პუტინსა და რუსეთის მთავრობას ამ თავდასხმების შეჩერება და პრევენცია ეკისრებათ“, - აღნიშნა თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
ხორცის გადამამუშავების უდიდესმა ამერიკულმა კომპანია JBS-მა აშშ-ის მთავრობას ინფორმაცია მიაწოდა, რომ კომპანიის წინააღმდეგ განხორციელებული ჰაკერული თავდასხმის უკან კრიმინალური ორგანიზაცია დგას, რომელიც, სავარაუდოდ, რუსეთშია განთავსებული.