ამერიკელმა სენატორებმა ჯინ შაჰინმა, კრის მერფიმ და რობ პორტმანმა ბელარუსის ოპოზიციის ლიდერი, სვეტლანა ტიხანოვსკაია აშშ-ის სენატში სიტყვით გამოსვლისთვის მიიწვიეს. ინფორმაციას ამის შესახებ სვეტლანა ტიხანოვსკაიას პრესსამსახური ავრცელებს.
„სენატორებმა სვეტლანა ტიხანოვსკაია აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში სიტყვით გამოსვლისთვის მიიწვიეს. მათ ასევე განიხილეს სვეტლანა ტიხანოვსკაიას „დიდი შვიდეულის“ სამიტში შესაძლო მონაწილეობა“, - ნათქვამია განცხადებაში.
სენატორებთან შეხვედრაზე სვეტლანა ტიხანოვსკაიამ აღნიშნა, რომ Ryanair-ის გატაცებული თვითმფრინავი იმის შეხსენებაა, რომ ლუკაშენკოს რეჟიმის ტერორი ყველას ეხება.