მექსიკური კარტოფილი

მექსიკური კარტოფილი

ინგრედიენტები

800   გრამი კარტოფილი

1   ს/კ ზეითუნის ზეთი

1   თავი ხახვი

1   კბილი ნიორი

1/2  ჩ/კ დაფქული ჩილი

1/2  ჩ/კ პაპრიკა

1/2  ჩ/კ ძირა

1/2  ჩ/კ კაიენის წიწაკა

არაჟანი მირთმევისას

მომზადება

კარტიფილი კუბიკებად დაჭერით და 5 წუთით ადუღეთ. ამასობაში, ტაფაზე ზეთი გააცხელეთ და თუშეთ წვრილად დაჭრილი ხახვი დაახლოებით 8 წუთით. დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ნიორი, დაფქული ჩილი, პაპრიკა, ძირა, კაიენის წიწაკა და თუშეთ კიდევ 2 წუთით.

გადაწურეთ კარტოფილი და ტაფაზე ხახვის ნაზავში მოათავსეთ. მოუმატეთ ტემპერატურას და ოდნავ ამოურიეთ, რომ სანელებლები კარგად შეერიოს კარტოფილს. წვით 10 წუთით, დარბილებამდე. მოაყარეთ ცოტაოდენი კაიენის წიწაკა და მიირთვით არაჟანთან ერთად.