რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ განაცხადა, რომ ნატოს წევრი ქვეყნების ქმედებების საპასუხოდ, რუსეთი დასავლეთ სამხედრო ოლქში 20 ახალ შენაერთს განათავსებს.
რუსეთის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ დასავლეთის მიმართულებით სამხედრო საფრთხის ზრდა შეინიშნება.
„ნატოს წევრი ქვეყნები სამხედრო წვრთნებს სულ უფრო ხშირად ატარებენ და სტრატეგიული ავიაციის ფრენების ინტენსიურობას აძლიერებენ“, - აღნიშნა სერგეი შოიგუმ.
სერგეი შოიგუს თქმით, „ნატოს წევრი ქვეყნების ქმედებები საფრთხის ქვეშ აყენებს უსაფრთხოების არსებულ სისტემას და მოსკოვს აიძულებს, წინააღმდეგობის ადეკვატური ზომები მიიღოს“.